საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალი დეპუტატები დღეს დილიდან სახალხო დამცველობის კანდიდატებს ხვდებიან. საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში ფემიციდის ხშირი შემთხვევები იქნება.
რა გზებს მიიჩნევენ საუკეთესოდ პრობლემის მოსაგვარებლად კანდიდატები - დეპუტატები ამბობენ, რომ სწორედ ეს იქნება მათი მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.