წალენჯიხაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომში გარდაცვლილ ქართველ მეომარს დღეს დაკრძალავენ. ედიშერ კვარაცხელია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს.
ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილეც. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა.
კვარაცხელია მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეჭრას ემსხვერპლა.