30 აგვისტო 2026,   03:12
ვრცლად
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო იაშვილის კლინიკის დროებით დახურვასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

იაშვილის კლინიკის დროებით დახურვასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კლინიკაში პრობლემა იყო ინფექციის კონტროლის კუთხით.

"სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეამოწმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით. გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში," -  განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ
დღის ამბები