19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
პირი, რომელმაც 4 ადამიანის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, წინასწარი დაკავების იზოლატორშია - როგორია მისი პოზიცია და იკვეთება თუ არა დანაშაულის მოტივი

აფეთქება თბილისში და ხელყუმბარა, რომელიც 4 პირის მიმართულებით ისროლეს - დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ლევან მარტიაშვილი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას ბრალს, დიდი ალბათობით, დღესვე წარუდგენენ.

35 წლის მამაკაცს უკვე შეხვდა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ლევან მარტიაშვილი არ ცდილობდა იმ პირების მოკვლას, რომლებთანაც მას ლაღიძის ქუჩაზე დაპირისპირება ჰქონდა. 

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ჰქონდა თუ არა ხელყუმბარა ბრალდებულს, ამ ნაწილში ის დუმილის უფლებას ირჩევს. 

"მას არ ჰქონია განზრახ მკვლელობის მცდელობა, არც სურვილი და არც მოტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს არ ვაღიარებთ. ჰქონდა თუ არა მას ხელყუმბარა, ამას გამოძიება დაადგენს. უშუალოდ აფეთქების დღეს, მისი ძალით ავტომობილში ჩასმას აპირებდნენ, ამას შემდეგ რა მოყვებოდა არავინ იცის. რა მოტივით აკეთებდნენ ამას, მისთვისაც გაუგებარი იყო,"- აცხადებს ლევან მარტიაშვილის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

დღის ამბები