29 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
გურიამ ყველაზე მასშტაბურ აგრომიმართულების ღონისძიებას - "აგროთონს" უმასპინძლა

გურიამ ყველაზე მასშტაბურ აგრომიმართულების ღონისძიებას - "აგროთონს" უმასპინძლა, რომელიც ოზურგეთის ტექნოპარკში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აგროსფეროთი დაინტერესებულ 60-მდე ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით საკუთარი იდეები წარმოედგინა.

"აგროთონში" გამარჯვებულ სამ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან და გაეროს განვითარების პროგრამისგან 5 000-ს - 5 000 ლარი გადაეცათ.

დღის ამბები