30 აგვისტო 2026,   00:31
ვრცლად
ცხინვალში ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

ცნობილია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წითელი ჯვრის ჩართულობით, გვიან ღამით ერგნეთის ე.წ. გამშვები პუნქტიდან 2 დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

"კურიერის" ინფორმაციით, ცხინვალიდან თბილისში 2 ქალი ჩამოიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ჯერ არ საუბრობენ. ოკუპირებულ ცხინვალში კი ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი დაზიანებები მძიმე და კრიტიკულია.

დღის ამბები