03 ივლისი 2024,   14:30
ვრცლად
პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. ლატვიის მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, "ევრობანკ კვიპროსის" სახელით მოქმედმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის მოქალაქესთან.

ბრალდებულებმა თითქოს დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, დაზარალებულს 26 000 ევრო და 6500 დოლარი მათ მიერვე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

დღის ამბები