19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართულები არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე ხდება სანაპიროს დათვალიერებაც. 23 წლის მამაკაცი სახლიდან 3 დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა

კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაკარგულის ოჯახს ვერსიებზე საუბარი უჭირს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115 მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები