05 ივლისი 2024,   23:15
ვრცლად
"გადმოაგდეს მანქანიდანო... ძმები ჩხუბობდნენ და გაშველების დროს დაიღუპაო" - რას ყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები, რა ვითარებაში მოკლა ძმამ და - "კურიერი" საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით, სიღნაღში ადგილობრივებს ესაუბრა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ავტომობილში მოხდა. მათი თქმით, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.

"გადმოაგდეს მანქანიდანო... გოგო მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილი ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტზე დაარტყა თავი," - უყვება "კურიერს" ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ძმები ჩხუბობდნენ და გაშველების დროს დაიღუპაო" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები. 

ცნობისთვის, კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კვალზე დააკავეს.

დღის ამბები