სახელმწიფო მინისტრი აჭარის სოფელ ფერიის მოსახლეობას შეხვდა და აფხაზური ენის დღე მიულოცა. თეა ახვლედიანმა, ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, აფხაზური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში სიმბოლურად ხეც დარგო.