ქართველი ფეხბურთელების წარმატებული ასპარეზობა ევროთასებზე - ბრატისლავის სლოვანმა, რომლის ღირსებას სამი ქართველი იცავს, სომხეთის "პიუნიკი" საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე.
გამორჩეული იყო ორივე გუნდის შემაგდენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, 85-ე წუთზე კაშიამ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.
კაშიას მსგავსად ჯგუფურ ეტაპზე პირველად გამოიჩინა თავი ოთარ კიტეიშვილმა, ავტსრიის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე როტერდამის "ფეიე-ნოორდი" ქართველი ნახევარმცველის დამაჯერებელი თამაშის წყალობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი კიტეიშვილმა 93-ე წუთზე გაიტანა.