20 მაისი 2024,   01:33
ვრცლად
ჯონდი ბაღათურიამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენება მისცა - ის ბრალდების მხარის მოწმეა

ჯონდი ბაღათურია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა. საუბარია საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე.

დაცვის მხარის განცხადებით, ჯონდი ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს ის რეალურ არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული.

ჯონდი ბაღათურიამ ვრცლად ისაუბრა თუ როგორ მიდიოდა საქართველოს საზღვართან დავით გარეჯში 2006 წლამდე და ამოწმებდა იქ არსებულ სიტუაციას. ბაღათურიას თქმით, 2006-07 წლებში საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებთან გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც იმ დრომდე იქ არ იმყოფებოდნენ ხოლმე. როგორც ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, ეს მოხდა დაახლოებით მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ალიევმა მას სთხოვა სტრატეგიული სიმაღლის დათმობა და ჯონდი ბაღათურიას თქმით, ამის შემდეგ გაფორმდა შეთანხმებაც. 

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს დაინიშნა.

დღის ამბები