20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება - ვინ რა სახის დახმარებას მიიღებს

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ყველა ფიზიკური პირი, ვისაც საკუთრებაში 2-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვს, 1 ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებს. 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვის გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი და სესხი 8%-ის ფარგლებში დაუფინანსდებათ. სუბსიდირების ახალი პროგრამის ამოქმედების აუცილებლობაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

რა პროცედურების გავლა მოუწევთ პირებს, რომ სუბსიდირების პროგრამით ისარგებლონ - ყველა მუნიციპალიტეტებში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. პირველ რიგში მეწარმემ თხილის ბაღის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს. სუბსიდირების გაცემის შემთხვევაში საჭირო ქულები ბარათზე დაერიცხება, ქულების განაღდება "ლიბერთი ბანკში" იქნება შესაძლებელი. მეწარმეს დაფინანსების შემთხვევაშიც იგივე პროცედურების გავლა მოუწევს.

ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ თხილის მოსავალი გაიზარდა. ექსპორტიდან შემოსულმა თანხებმა 115 მლ ლარი შეადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, გარკვეულ პერიოდში მოსავლიანობა შემცირდა და სახელმწიფომ მეწარმეების დახმარების აუცილებლობა დაინახა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

დღის ამბები