ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ონკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკრინინგ ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებასა და ინოვაციურ მიდგომებზე. ასევე საუბარი შეეხო, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს სკრინინგის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ორ ახალ პროექტზე, რომელიც საფრანგეთში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობისას დაიგეგმა.