რა გახდა ძველ თბილისში სამსართულიანი სახლის ნგრევის მიზეზი - შემთხვევა ცურტაველის 3 ნომერში მოხდა. ამ დროს შენობაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
საცხოვრებელში რეგისტრირებულ 5-ვე ოჯახს პირველ ეტაპზე კრწანისის გამგეობამ სასტუმროში გადაყვანა, შემდეგ კი ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
დაწყებულია გამოძიება - პოლიციამ ადგილობრივები უკვე გამოკითხა.