ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს "დინამო არენაზე" ურუგვაის შეხვდებიან. რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი "შევარდენის" ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდნენ და ნოემბრის ტესტებში წარმატებები უსურვეს. მათ საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს.
შევარდენის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია ფონდმა "ქართუმ" 5 მილიონით დააფინანსა. მოეწყო მოედნის ბუნებრივი და ხელოვნური საფარი, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა, გარემონტდა სასტუმრო. სულ ფონდის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 14 სარაგბო კომპლექსი აშენდა.