თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაიძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.
ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკაიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.