თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინაცია ჩატარდა. საკრებულოს წევრები და თანამშრომლები სურვილის შესაბამისად აიცრნენ.
შეგახსენებთ რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასათვის უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.