24 აგვისტო 2026,   03:35
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოგირის უბანში 4 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროცესი ხორციელდება, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს  ზუგდიდის მერი მამუკა წოწორია გაეცნო.

ეს გზა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან  აკავშირებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ორულუს გზის მშენებლობით მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება, არსებული გზის საფარი ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. მიმდინარე წელს ზუგდიდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საავტომობილო გზას, ამჟამად მიმდინარეობს 8 საავტომობილო გზის მშენებლობა.

დღის ამბები