საშუალოდ, ადამიანის ტვინის მოცულობა 40 წლის შემდეგ ათწლეულში დაახლოებით 5%-ით მცირდება. ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მეხსიერებაზე და ფოკუსირებაზე.
უფრო მეტიც, იზრდება ტვინის დაავადებები. 2020 წელს მსოფლიოში 54 მილიონ ადამიანს ჰქონდა ალცჰაიმერის დაავადება ან სხვა დემენცია და მოსალოდნელია ამ რიცხვის გაზრდა.
ამავდროულად, სერიოზული გონებრივი დაქვეითება არ უნდა იყოს დაბერების გარდაუვალი ნაწილი. სინამდვილეში, განვითარდება თუ არა მეხსიერებასთან დაკავშირებული დაავადებები, ამაზე ცხოვრების წესის გარკვეულ ფაქტორებს უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე გენეტიკას.
ნეირომეცნიერების მკვლევარი გვიზიარებს 7 წესს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ დემენციის რისკს:
1. აკონტროლეთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე
გული დღეში დაახლოებით 115,000-ჯერ სცემს და ყოველი დარტყმის დროს ის სხეულში არსებული ჟანგბადის დაახლოებით 20%-ს უგზავნის ტვინს.
მაღალმა წნევამ შეიძლება შეასუსტოს გულის კუნთი და ეს ინსულტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი არტერიული წნევა არ უნდა იყოს 120/80-ზე მეტი.
ქოლესტერინი ასევე მნიშვნელოვანია ტვინისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. "ამერიკის გულის ასოციაცია" რეკომენდაციას უწევს ქოლესტერინის დონის გაზომვას ოთხიდან ექვს წელიწადში ერთხელ.
2. აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში
სისხლში შაქრის გარკვეული რაოდენობა ტვინის ძირითადი საწვავია. როცა ის არ არის საკმარისი, არ გაქვთ ენერგია; თუ შაქრის მოცულობა დასაშვებზე მეტია, შეიძლება განადგურდეს სისხლძარღვები და ქსოვილი, რაც გამოიწვევს ნაადრევ დაბერებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მტერია არა შაქარი, არამედ მისი სიჭარბე.
3. ხარისხიანი ძილი
ჯანსაღ ტვინს დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე ძილი სჭირდება.
4. მიირთვით ნოყიერი საკვები
ერთ-ერთი გზა არის ისეთი პროდუქტების მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ ქონა სასურსათო კალათაში, როგორიცაა ცხიმიანი თევზი, ავოკადო, თხილი, მოცვი. რაც შეეხება ბოსტნეულს - ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილი.
5. ნუ მოწევთ და მოერიდეთ პასიურ მოწევას
მწეველებს, არამწეველებთან შედარებით დემენციის განვითარების 30%-ით მეტი რისკი აქვთ. მწეველები რისკის ქვეშ აყენებენ გარშემომყოფებსაც - პასიური მოწევის დროს ადამინის ორგანიზმში ხვდება 7000-მდე ქიმიური ნივთიერება და მათგან მინიმუმ 70-მა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე.
მესამეული მოწევა გულისხმობს არაპირდაპირ შემხებლობას სიგარეტთან, როგორიცაა ნარჩენებისგან დარჩენილი სუნი, ტანსაცმელსა თუ ოთახში, რომელიც ასევე საზიანო შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის.
6. დაამყარეთ სოციალური კავშირები
ბოლო კვლევების მიხედვით, 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, მეხსიერების დაკარგვის ნაკლები რისკი ჰქონდათ.
7. განუწყვეტლივ შეიძინეთ ახალი უნარები
ძლიერი მეხსიერების შენარჩუნებისთვის არ არის მხოლოდ ისეთი თამაშები, როგორიცაა სუდოკუ, კროსვორდები და ა.შ.
სწავლის უნარები და ინფორმაციის მოპოვება ბევრად უფრო ეფექტური გზაა ტვინში ახალი კავშირების დასამყარებლად. რაც უფრო მეტ კავშირს დაამყარებთ, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ მეხსიერება.
წყარო : CNBC