მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა იწყება. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით მიმართავენ. ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა, სადაც მირიან კუკავა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. საქმეზე დააკავეს 8 პირი. ნაწილს გამოძიება ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება. მკვლელობის ბრალდება კი დავით ჯიჯეიშვილს წარუდგინეს.
გიორგი კუჭავას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურად ხულოგნობას ედავებიან და ფოტოსურათი ნამდვილად არ არის იმის მტკიცებულება, რომ კუჭავამ ხულიგნობა ჩაიდინა, მით უმეტეს ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.
"კუჭავას, როგორც ჩხუბში მონაწილეს, ნამდვილად არავინ არ ასახელებს, იქ უამრავი მოწმეა დაკითხული, რომელიც არ ამბობს, რომ კუჭავამ ან ხულიგნობა ჩაიდინა ან ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ან იგინებოდა ვინმეს მისამართით," - აცხადებს ადვოკატი.