30 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა შარჯას სტადიონზე დღეს, 20 საათზე დაიწყება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა შარჯას სტადიონზე დღეს, 20 საათზე დაიწყება.

დღის ამბები