23 აგვისტო 2026,   20:29
ვრცლად
ბექა ოდიშარიამ ლონდონში ქართველი სტარტაპერების გამოფენას უმასპინძლა

ბექა ოდიშარიამ ლონდონში ქართველი სტარტაპერების გამოფენას უმასპინძლა. როგორც მან აღნიშნა, დიასპორელი ახალგაზრდების აღმოჩენა, პლატფორმა "გლობალ აიზის" მეშვეობით მოხდა.

ოდიშარიამ ხაზი გაუსვა, პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერასა და ჩართულობას. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა.

"პლატფორმა "გლობალ აიზმა" ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ აღმოგვეჩინა მთელ მსოფლიოში  არაჩვეულებრივი ჩვენი დიასპორელი ახალგაზრდები, სტარტაპერები, ახალი ტექნოლოგიით გატაცებული ადამიანები, წარმატებულები უკვე, რომლებიც ქვეყნის შიგნითაც გვყავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს არის გამოხატული, ასე პირდაპირ თვალხილული არის. მე მინდა ვთქვა, ნამდვილად ჩვენ გვაერთიანებდნენ ნიჭიერი ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მისი მთავრობა, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი და სხვა გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, ვიდრე არ მივაღწევთ ისეთ წარმატებებს, როგორც მიაღწიეს სხვა ქვეყნებმა," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები