30 აგვისტო 2026,   01:47
ვრცლად
რუსთავში "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 1 ადამიანი. ჩამოშლილმა ხარაჩომ ქვეშ სამი ადამიანი მოიყოლა. 

მომხდართან დაკავშირებით  შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

დღის ამბები