23 აგვისტო 2026,   20:15
ვრცლად
სოფელ კარდენახში მაღაზია "მაგნიტის" აფეთქება სცადეს

სოფელ კარდენახში მაღაზია "მაგნიტის" აფეთქება სცადეს. დაზიანებულია შენობის კარი და გამაგრილებელი სისტემა. შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივენის იინფორმაციით, გვიან ღამით ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, თუმცა ფაქტის შესახებ დილით შეიტყვეს, როცა კარის მინა ჩამსხვრეული დახვდათ და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, სიდანაც ერთი ამოქმედდა.

პოლიციამ მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები.  გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები