30 აგვისტო 2026,   06:17
ვრცლად
"გააჩერეს მოძრაობა, გულის მასაჟს მონაცვლეობით უკეთებდნენ..." - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ქვეითს მანქანა დაეჯახა

ვაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ამის  შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს.

მისივე თქმით, საავადმყოფოს ექიმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და დაშავებულს პირველადი დახმარება ქუჩაში აღმოუჩინეს:

"ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი - ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდად დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.

როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ. გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა. იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო, შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი. ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს," - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

დღის ამბები