დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი გრძელდება. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები კვლავ დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ. თუმცა მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ საქმის არსებითი განხილვა გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით.
"საქმის არსებითი განხილვა გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ განებივრებული, რომ წინასწარ ვიცოდეთ რომელ მოწმეებს დაკითხვას ბრალდების მხარე და რომელი მოწმეების დაკითხვა მოგვიწევს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია გახლავთ იგივე, იყენებენ დუმილის უფლებას და არცერთ წარდგენილ ბრალში ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ,"-აცხადებს მარიამ შათირიშვილი.