23 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
ამერიკული წარმატებული პრემიერის შემდეგ, "ვეფხისტყაოსნის" პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციას თბილისში აჩვენებენ

ამერიკული წარმატებული პრემიერის შემდეგ, "ვეფხისტყაოსნის" პირველ სრულმეტრაჟიან ანიმაციას, თბილისში აჩვენებენ. ლოს-ანჟელესის ფესტივალზე ქართულმა ანიმაციამ მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ანიმაციაზე რომელზეც პაპუნა დავითაია 2013 წლიდან მუშაობდა, პირველ ეტაპზე მხატვრებთან და გრაფიკოსებთან ერთად უკვდავი ქართული პოემის სცენების მიხედვით კომიქსები შეიქმნა, ორი წლის წინ კი მულტიპლიკაციური ნამუშევრის გადაღება დაიწყო.

"ვეფხისტყაოსნის" თითქმის ორსაათიანი ანიმაცია, როტოსკოპიული მეთოდით გადაიღეს, ურთულესი მეთოდი ჯერ მწვანე ფონზე მსახიობების გადაღებას გულისხმობს შემდეგ კი მათ ანიმაციაში გადატანას. ამავე მეთოდითაა გადაღებული ვოლტდისნეის მიერ ფიფქიაც. ანიმაციაში გაცოცხლებული ტარიელი, ნესტან-დარეჯანი, ავთანდილი და როსტევან მეფის ხილვა ქართველ მაყურებელს 8 დეკემბრიდან ქართულ კინოთეატრებში შეეძლებათ.

ავტორი: ანი გენებაშვილი. 

დღის ამბები