ბრალდებული პოლიციელის საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ყოფილი სამართალდამცველი სასამართლოს სიტყვით მიმართავს.
ბოლო სხდომამდე ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა პოზიცია შეცვალა და ახლა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან ადვოკატები, მათი განცხადებით საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალდებულის დანაშაულს.
შეგახსენებთ ტრაგიკული შემთხვევა წყნეთში, მიმდინარე წლის აპრილში მოხდა - პოლიციელის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.