29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
მამაკაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი

თერჯოლაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილმა ქმარმა ეს შურისძიების მიზნით ჩაიდინა. მას წარსულში მოხდარი კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები