30 აგვისტო 2026,   02:39
ვრცლად
ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - სხდომა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს

ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში სხდომა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეები რეპლიკების ეტაპზე გადადიან.

ირკვევა, რომ ბოლო სხდომამდე პოლიციელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა პოზიცია შეცვალა და ახლა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ტრაგიკული შემთხვევა წყნეთში, აპრილში მოხდა - პოლიციელის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 30-ი წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

მოსამართლე მას შემდეგ გავა გადაწყვეტილების გამოსატანად, რაც ბრალდებული სიტყვით გამოვა.

გარდაცვლილი ზურაბ გველესიანის ყოფილი საცოლე მარიამ აბაშიძე აცხადებს, რომ არ უკვირს ბრალდებულის პოზიცია და არც ის, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. 

ერიკ წურწუმიას ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს მიიღებს. 

დღის ამბები