29 აგვისტო 2026,   22:30
ვრცლად
ერიკ წურწუმიას, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრალდებული დეტექტივი ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წურწუმიას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჩახნაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ერიკ წურწუმია დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

 

დღის ამბები