25 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
ბრაზილიის ერთ-ერთ სკოლაში სროლას 2 მასწავლებლის და 1 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა

3 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაიჭრა სროლის შედეგად ბრაზილიაში. შემთხვევა ქალაქ არაკრუზის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. დაღუპულებს შორის არიან სკოლის 2 მასწავლებელი და 1 მოსწავლე.

უსაფრთხოების კამერებში დაფიქსირებულია ტყვიაგაუმტარ ჟილეტში ჩაცმული თავდამსხმელი, რომელიც ნახევრად ავტომატური პისტოლეტით არის შეიარაღებული. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამავე სკოლის 16 წლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც თავდასხმას 2 წლის განმავლობაში გეგმავდა. სამართალდამცველებმა მისი ცხელ კვალზე დაკავება შეძლეს. არ სახელდება მოტივი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები