26 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
"ნეტავ მხოლოდ შესაწირი ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი მომხდარიყო " - რას ამბობს ცხრამუხას მონასტრის წინამძღვარი "კურიერთან"

მონასტრის დაყაჩაღება და ძალადობა მონაზონზე - მძიმე დანაშაულებისთვის დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, მანამდე "კურიერისთვის"  საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი და მათ შორის, ის თუ ვინ არის მთავარი მოწმე, ვინც პირველმა ნახა ადგილზე ვითარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ეს არის ცხრამუხას მცხოვრები, რომელმაც ადგილზე შემთხვევით გაიარა და ეზოს მიღმა გამოსული მონაზონი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა. "კურიერი" აღნიშნული მოწმის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, "კურიერი" ცხრამუხას მონასტრის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ელიაძეს ესაუბრა.  როგორც დეკანოზი ამბობს, როდესაც დამნაშავეები მონასტერში შეიჭრნენ, მარტო მყოფ მონაზონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იძალადეს, შემდეგ კი მონასტრიდან 2 შესაწირი ყუთი წაიღეს.

მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ აპირებს მოინახულოს დაშავებული მონაზონი კლინიკაში და ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია, მეტი არაფერი არ ვიცი. ინტენსიურ პალატაშია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი არ სჭირს. ტაძარში ვარ, ღვთისმსახურება მქონდა ამ დილით, ახლა ნათლობას ვიწყებ, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ და ვნახავ. 

2-ვე შესაწირი ყუთია წაღებული. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი არ მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი ორივეს," - განაცხადა დეკანოზ მიქაელ ელიაძემ "კურიერთან" საუბრისას.

 

დღის ამბები