29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
"მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი" - შს მინისტრის მოადგილე მონაზონზე ძალადობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტზე ბრალდებულებმა უმკაცრესად აგონ პასუხი. მისივე თქმით, ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, რომელმაც საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყებამ დანაშაულზე რეაგირება დროულად მოახდინა და დამნაშავეები ცხელ კვალზე დააკავა.

"მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უსწრაფესად, დაახლოებით დანაშაულის მოხდენიდან 2 საათში მოახდინა დამნაშავე პირების გამოვლენა და დაკავება. მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც კი ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული, ეს არის 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

დღის ამბები