თბილისის საქალაქო სასამართლომ "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს ერთი ოჯახის ოთხი წევრის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაჭრაში. შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებებით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
დოჩიას ადვოკატი პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
განაჩენის გამოცხადებას, სასამართლო დარბაზში ესწრებოდნენ დაზარალებულის და ბრალდებულის ოჯახის წევრები, თუმცა არც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.