24 აგვისტო 2026,   00:46
ვრცლად
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს ამიერიდან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს ამიერიდან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება.

ეს შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. ის თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალითაა აღჭურვილი. რესტავრატორებმა კი კვალიფიკაცია თბილისში მდებარე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს.

ახალი ლაბორატორია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.


დღის ამბები