25 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი გაეროს წარმომადგენლობამ დაადასტურა

დონეცკის ოლქის, ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფომრაციით, ოკუპანტებმა შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მიიტანეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთი თავს დაესხა საცხოვრებელ უბნებს რამდენიმე რეგიონში. დაზიანებულია შენობები, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინაში, გაეროს წარმომადგენლობამ დაადასტურა ქვეყნის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი. უკრაინაში შეჭრის პირველ კვირებში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სიკვდილით დასაჯეს ან თავს დაესხნენ ადამიანებს, რამაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვიდლი გამოიწვია - აღნიშნა გაეროს წარმომადგენელმა უკრაინაში.

დღის ამბები