27 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ლაგუნა ვერეზე" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ლაგუნა ვერეზე" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც დამტკიცებული სიით მოწმეების გამოკითხვას გულისხმობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იწყება დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევა , ჩვენც გვყავს სიაში ძალიან ბევრი მოწმეები, მაგრამ სასამართლო ყველანაირად ცდილობს შეგვკვეცოს ამ ნაწილში და არ მოგვცეს ამ შესაძლებლობა ამ მოწმეთა გამოძახების შესახებ. გვაქვს შუამდგომლობა, დაცვის მოწმეთა დამტკიცებული სიის მიხედვით მოწმეთა გამოძახების შესახებ.  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდება ედავება, დანაშაულის შეუტყობინებლობას. კატეგორიულად უარყოფენ შერაცხულ ბრალს და თვლიან, რომ შერაცხული ბრალი არის მოგონილი,"-აცხადებს ზურაბ თოდუა.

საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით 12 პირია დაკავებული, ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შეგახსენებთ შემთხვევა სამ აპრილს მოხდა. ცეცხლნასროლი ჭრილობებით 2 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა. მაშინ საქმეზე კურიერმა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. მასალაში ჩანს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე როგორ გადაადგილდებიან ინციდენტში მონაწილე პირების.

დღის ამბები