თბილისში ნიკო ფიროსმანის 160 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც პირველად მოეწყო. ჩატარდა ასევე კონკურსიც სახელწოდებით "ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება"".
პროექტის მიზანი დიდი მხატვრის წარმოჩენა, მისი შემოქმედების თანამედროვე ჭრილში გააზრება და საქართველოში სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის კარიკატურის ტრადიციების აღორძინება იყო.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ართ სოსაითის"" ორგანიზებით გაიმართა.