ხელვაჩაურში მამთილის მიერ მოკლული ქალის დეიდა აცხადებს, რომ მამაკაცი ხშირად იღებდა ალკოჰოლს და იყო გაუწონასწორებელი.
გარდაცვლილის დეიდის თქმით, მამაკაცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც იყო მოთავსებული. ეთერ ბურჭულაძე "კურიერთან" აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა, ასევე, ინფორმირებული იყო პოლიციაც.
"საგიჟეთში ჰყავდათ 10 დღე, ყველას ეჩხუბებოდა, სულ პოლიცია მოდიოდა, სულ ვეხვეწებოდი მაგ არანორმალურს, მოაშორეთ ეს თოფი-თქო. შემოვიდა სამზარეულოში და უკან ზურგიდან ესროლა თოფი,"- აცხადებს გარდაცვლილის დეიდა.