იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში გრძელდება. ამ წუთებში დეპუტატები ანა აბაშიძეს უსმენენ.
კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა. დეპუტატების კითხვები შეეხებოდა საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ პოზიციებს სასამართლოსთან მიმართებაში.
თავის მხრივ ანა აბაშიძე ვერ ხედავს პრობლემას, კონკრეტულ საკითხებზე საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.
დღეს შეხვედრა კიდევ 5 კანდიდატთან იგეგმება. ოპოზიცია პროცესს სკეპტიკურად უყურებს. შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს ასახელებს უმრავლესობა.