30 აგვისტო 2026,   19:53
ვრცლად
ხონში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 26 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ორი დღის წინ ცივი იარაღით 33 წლის გიორგი ჩალაძე მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც დაღუპულის ოჯახის წევრები ყვებიან, გიორგი კონფლიქტში არ მონაწილეობდა და ის მხოლოდ დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. მოკლულს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები