28 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
ძმები კაკულიების საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დაიკითხებიან მოწმეები, თუმცა მათი ვინაობა ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ დღემდე გამოკითხული მოწმეები და საქმეში არსებული მტკიცებულებები კაკულიების ბრალეულობას ვერ ადასტურებენ. გუგა და დავით კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

“ჩვენ დავკითხეთ ათეულობით მოწმე, რომელთა ჩვენებებითაც მე შემიძლია ვთქვა, რომ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალში არ არიან დამნაშავეები. ექსპერტებმა მოგვცეს ძალიან საინტერესო დასკვნები, რომელთა შეფასებისას სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მე ვფიქრობ, იქნება უპირატესი,“ - აცხადებს დავით და გურამ კაკულიების ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი. 

დღის ამბები