საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები იწყება.
ტრადიციად ქცეული "ახალი წლის დღეები საქართველოში", სტარტს 24 დეკემბერს აიღებს და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.