02 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
კასპში, 73 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ, 83 წლის გიორგი გაბოძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც მაზლმა რძალი ავარაუდოდ , სადავო მიწის ნაკვეთის გამო მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა კამათის შემდეგ სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ძმის ცოლს ესროლა. 73 წლის ქალის ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

83 წლის მამაკაცი კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და სხვა მტკიცებულებები. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 83 წლის გიორგი გაბოძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები