მასტერ ლიგის 2022 წლის ფინალში თბილისის მერიამ კავკასიის ავტო იმპორტის გუნდი დაამარცხა.
მერიის გუნდმა მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. თამაში კაჭრეთის ამბასადორის მოედანზე გაიმართა. მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კახა კალაძე გახდა, რომელმაც ფინალში 2 გოლის გატანა შეძლო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ანაგიმ - კრწანისი 2-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.