ოზურგეთში ავეჯის ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო გაჩნდა.
ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. როგორც საამქროს ერთ-ერთი მფლობელი ამბობს, საუბარია დაახლოებით 40 000 ლარის ზარალზე, რაც სარეალიზაციოდ გამზადებული ავეჯის და მასალების დაზიანებას გულისხმობს.