სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია - განაცხადი სააპელაციოში დეტექტივ ერიკ წურწუმიას ადვოკატებმა 30 დღიანი ლოდინის შემდეგ განჩინების ჩაბარების გარეშე შეიტანეს.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელს საქალაქო სასამართლომ ერთი თვის წინ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მსჯავრდებული პოლიციელის ადვოკატი ადასტურებს, რომ წყნეთში გაუფრთხილებლობის გამო მომხდარი ტრაგედიაა, თუმცა უარყოფს მის დაცვის ქვეშ მყოფის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ირაკლი ჩომახაშვილი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზეც საუბრობს.