მერის ანგარიშის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს, საკრებულოსთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი კახა კალაძეს ტრანსპარანტებით დახვდნენ. მათი განცხადებით, მათ ამ ფორმით სურთ საკუთარი სათქმელი მიიტანონ დედაქალაქის მერამდე.
"მშვიდად მოსვლის და სამსახურში გადაადგილების საშუალება არ უნდა გვქონდეს? მოქალაქეებს კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარს არ უნდა აყრიდეს და არ უნდა ეუბნებოდეს, რომ მე ახლა წარგიდგენთ ბიუჯეტს, წლიურ ანგარიშს და თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. არა, ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის და სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს აქ," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.